პერმანენტული მაკიაჟი და წამწამების დაგრძელება ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლისათვის!

მხოლოდ თანამედროვე მეთოდები, საუკეთესო ტექნიკა და ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტები თბილისში


პერმანენტული მაკიაჟი და წამწამების დაგრძელება ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლისათვის!

მხოლოდ თანამედროვე მეთოდები, საუკეთესო ტექნიკა და ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტები თბილისში
ყაზბეგის გამზ. 43
საბურთალო, თბილისი

ჩვენი პერმანენტული მაკიაჟის და წამწამების დაგძელების უპირატესობები

ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე
+995 514 64 64 64
ყველაზე თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები!
პერმანენტული მაკიაჟისა და წამწამების დაგძელებისათვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უახლეს მეთოდებსა და ტექნოლოგიებს: ნანობლეიდინგი, პუდრისებრი დამტვერვა, აკვარელის მეთოდი, იაპონური მეთოდი და ა.შ.

ჩვენ არ ვმუშაობთ მიკრობლეიდინგის და მსგავსი მოძველებული მეთოდებით. მიკრობლედინგი აღიარეს, როგორც ყველაზე ტრავმული პროცედურა, რომელიც არ იძლევა ხანგრძლივი, სტაბილური შედეგის გარანტიას. ეს მეთოდი უკვე ჩაანაცვლა უფრო თანამედროვე მეთოდებმა და ტექნოლოგიებმა.

საუკეთესო ხარისხის მასალა!
ყველა მასალა, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ, არის სერთიფიცირებული, აბსოლუტურად უსაფრთხო და ჰიპოალერგიული. წარმოებულია აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში.
მკაცრი სტანდარტები!
პროცედურები ხორციელდება აბსოლუტურად სტერილურ პირობებში, ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით. ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა პროცედურა მკაცრად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს.
შესანიშნავი გუნდი!
პერმანენტული მაკიაჟი და წამწამების დაგრძელება ხდება პროფესიონალების მიერ, რომლებიც მუდმივად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს საზღვარგარეთ, ასევე იმაღლებენ კვალიფიკაციას წელიწადში ორჯერ. ვფიქრობთ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან სპეციალისტის შეცდომას შესაძლოა მოჰყვეს გამოუსწორებელი შედეგები.
გამოიწერეთ და წაიკითხეთ მეტი გამოხმაურება ჩვენს გვერდებზე

პერმანენტული მაკიაჟი და ნანობლეიდინგი

ყურადღება! ყველა პროცედურა ტარდება საქართველოს კანონმდებლობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად
წარბები
₾200
არსებობს წარბების პერმანენტული მაკიაჟის შესრულების რამდენიმე თანამედროვე მეთოდი: პუდრისებრი, ნანობლეიდინგი და ომბრე.

- პუდრისებრი მაკიაჟის შესრულების დროს პიგმენტი დაიტანება წერტილოვნად, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივი, მოცულობითი წარბის ეფექტს. არანაირი მკაფიო ხაზები, კონტურები და ღრმა შეღწევა კანის შრეში. ახლოდანაც გამოიყურება ისე, თითქოს წარბები ოდნავ არის დაფერილი (შეღებილი) ჩრდილებით.

- ნანობლეიდინგი საშუალებას იძლევა შეივსოს სიცარიელე და ვიზუალურად წარბი გახდეს უფრო მსხვილი. მეთოდი გამორიცხავს მკვეთრ ხაზებს (კონტურებს), რის ხარჯზეც მიიღწევა მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტი. მისი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა.

- ომბრე გულისხმობს შედარებით გამჭვირვალე ფერის დატანას წარბის შიდა კუთხეზე და ფერის ინტენსივობის გაზრდას შუა წარბიდან წარბის დაბოლოებამდე. მისი ძირითადი წესია გაკეთდეს ერთიდან მეორე ტონალობაში რბილი გადასვლა. მოსალოდნელია, რომ ფერი თავდაპირველად ჩანდეს მუქი, თუმცა მოშუშების პროცესში ტონალობა ღიავდება. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც უნდა დაიცვათ პროცედურის შემდეგ - არ დაისველოთ წარბები რამოდენიმე დღის განმავლობაში.
წარბები: კორექცია
₾130
მოშუშების პროცესში კანის ზოგიერთმა ნაწილმა შეიძლება მთლიანად დაკარგოს შეფერილობა. ამიტომ, აუცილებელია ჩატარდეს კორექცია პირველი პროცედურის შემდეგ, რომლის შემდეგაც თქვენ მიიღებთ სრულყოფილ, მდგრად ფერს.
ისრები (ხაზები)
₾200
წვრილი ხაზებით (ღეროვნად) იხატება წარბის საჭირო მონაკვეთი. ხაზები შეიძლება იყოს სწორი ან მოხრილი, რაც დამოკიდებულია წარბის ფორმაზე და ირჩევა ინდივიდუალურად. თქვენ ასევე შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ ხაზების ფერი და ინტენსივობა, ასევე სიგრძე და მოცულობა. ტატუაჟის ეს ფორმა პრაქტიკულად თვალის ყველა ფორმას უხდება.
ისრები: კორექცია
₾130
მოშუშების პროცესში კანის ზოგიერთმა ნაწილმა შეიძლება მთლიანად დაკარგოს შეფერილობა. ამიტომ, აუცილებელია ჩატარდეს კორექცია პირველი პროცედურის შემდეგ, რომლის შემდეგაც თქვენ მიიღებთ სრულყოფილ, მდგრად ფერს.
წამწამებს შორის არსებული სივრცე (წამწამები)
₾180
წამწამის ხაზზე უწყვეტი კონტურის მოძველებული მეთოდი ჩაანაცვლა წერტილოვანმა მეთოდმა. ამ მეთოდის გამოყენების დროს პიგმენტი დაიტანება წერტილოვნად წამწამებს შორის არსებულ სივრცეში, რის ხარჯზეც წამწამი ვიზუალურად ხდება მოცულობითი, მზერა კი მეტყველი.
პროცედურა უმტკივნეულოა, ვინაიდან თანამედროვე აპარატურას აქვს მსუბუქი ვიბრაცია. რეკომენდაცია, რომელიც უნდა დაიცვათ პროცედურის შემდეგ - არ დაისველოთ წამწამები რამოდენიმე დღის განმავლობაში.
წამწამებს შორისი არსებული სივრცე: კორექცია
₾110
მოშუშების პროცესში კანის ზოგიერთმა ნაწილმა შეიძლება მთლიანად დაკარგოს შეფერილობა. ამიტომ, აუცილებელია ჩატარდეს კორექცია პირველი პროცედურის შემდეგ, რომლის შემდეგაც თქვენ მიიღებთ სრულყოფილ, მდგრად ფერს.
ტუჩი
₾200
ტუჩის პერმანენტული მაკიაჟი საუკეთესო საშუალებაა ინექციების გარეშე მსუბუქად გავზარდოთ ტუჩის მოცულობა და მივცეთ მას ლამაზი შეფერილობა, რომელიც თავიდან აგვარიდებს ტუჩსაცხის ხშირ გამოყენებას.

ჩვენ ვიყენებთ ტატუაჟის თანამედროვე, აკვარელის მეთოდს - ხდება პიგმენტის შრეობრივად (ფენებად) დატანა, რის შედეგადაც ვიღებთ მიკროპიგმენტაციას ნაზი, ბუნებრივი ელფერით. არ ხდება კონტურის გამოკვეთა, ტუჩი ვიზუალურად ხდება მოცულობითი და მიმზიდველი.
ტუჩი: კორექცია
₾130
მოშუშების პროცესში კანის ზოგიერთმა ნაწილმა შეიძლება მთლიანად დაკარგოს შეფერილობა. ამიტომ, აუცილებელია ჩატარდეს კორექცია პირველი პროცედურის შემდეგ, რომლის შემდეგაც თქვენ მიიღებთ სრულყოფილ, მდგრად ფერს.
ტუჩის კონტური
₾180
ტუჩის კონტურის გამოკვეთის და მისი მოცულობის გაზრდის საუკეთესო საშულებაა პერმანენტული ტატუაჟი. ძირითადი საღებავის ელფერი უნდა შეესაბამებოდეს ტუჩის ბუნებრივ ფერს. ტუჩის კონტურის შიდა სივრცე რჩება ხელუხლებელი. კონტურის ფერის შერჩევასას უნდა გაითვალისწინოთ იმ ტუჩსაცხის ტონალობები, რომელსაც იყენებთ.
ტუჩის კონტური: კორექცია
₾110
მოშუშების პროცესში კანის ზოგიერთმა ნაწილმა შეიძლება მთლიანად დაკარგოს შეფერილობა. ამიტომ, აუცილებელია ჩატარდეს კორექცია პირველი პროცედურის შემდეგ, რომლის შემდეგაც თქვენ მიიღებთ სრულყოფილ, მდგრად ფერს.

პერმანენტული მაკიაჟის შედეგები

სურათები ,,შემდეგ" გადაღებულია სრული მოშუშების შემდგომ პერიოდში

წამწამების დაგრძელება

წამწამების დაგრძელების დროს ვიყენებთ იაპონურ მეთოდს, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტი
კლასიკური
₾50
ერთი ხელოვნური წამწამი მაგრდება ერთ საკუთარ წამწამზე
2D - ორმაგი მოცულობა
₾70
ხდება ორი ხელოვნური წამწამის მიმაგრება ერთ საკუთარ წამწამზე
    3D - სამმაგი მოცულობა
    ₾90
    ერთ საკუთარ წამწამზე მაგრდება სამი ხელოვნური წამწამი
    4D - ჰოლივუდური მოცულობა
    ₾120
    ერთ საკუთარ წამწამზე მაგრდება 4 ხელოვნური წამწამი
    კლასიკური მოცულობის კორექცია
    ₾30
    2D ორმაგი მოცულობის კორექცია
    ₾40
    3D სამმაგი მოცულობის კორექცია
    ₾50
    ჰოლივუდური მოცულობის კორექცია
    ₾70
    წარბების მოცულობის კორექცია
    ₾10

    ჩვენს მიერ შესრულებული წამწამების დაგრძელება

    რა უნდა ვიცოდეთ პერმანენტული მაკიაჟის და წამწამების დაგრძელების შესახებ?

    პერმანენტული მაკიაჟის უკუჩვენება
    პროცედურებისთვის ჩვენ ვიყენებთ ჰიპოალერგიული შემადგენლობის ნივთიერებას, რომელიც არ იწვევს ალერგიას და არ აქვს უკუჩვენებები. მიუხედავად ამისა, პროცედურას ხანდახან თან ახლავს ჰიპერმგრძნობელობის მომატება. პროცედურას აქვს უკუჩვენებები:

    • ონკოლოგიური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სისხლის პათოლოგიები, ქრონიკული დაავადებები გამწვავების პერიოდში, მარტივი ჰერპესის გამწვავების პერიოდი, ნებისმიერი ჩირქოვანი გამონაყარი სახის კანზე.
    • ორსულობა და ლაქტაცია (მეტნაკლებად უკუნაჩვენებია).
    • ბოტოქსის, ლიფტინგის და სხვა სახის კონტურის მაკორექტირებელ პროცედურებამდე ერთი თვე ან პროცედურის შემდგომ ერთი თვის პერიოდი (ინექციის შემდეგ კანმა უნდა მოასწროს აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს).
    • არ არის სასურველი ტატუაჟის გაკეთება ზღვაზე დასვენების წინ, აუცილებელია დავიცვათ ერთთვიანი შუალედი (მზის სხივები და მარილიანი წყალი უარყოფით გავლენას ახდენს კანის მოშუშების პროცესზე ).
    პერმანენტული მაკიაჟის მოშუშების პერიოდი
    მიუხედავად იმისა, რომ პიგმენტი კანში შეგვყავს ძალიან აკურატულად და კეთდება მიკროსკოპული ჩხვლეტები, ეპიდერმისის მთლიანობა ირღვევა. ეს თავისთავად იწვევს თხელი ფუფხის (ქერქის) წარმოქმნას.
    თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტატუაჟის შემდეგ ნაწიბურები არ რჩება. პროცედურის შემდგომ 7-10 დღის განმავლობაში უნდა დაიცვათ ჰიგიენის წესები, რომ არ მოხდეს დაავადების გამომწვევი მიკრობების მოხვედრა ეპიდერმისში.
    ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფერი 40-70%-ით მკვეთრია პროცედურის დასრულებისთანავე, ვიდრე შემდეგ. ტონალობა ღიავდება თანდათან, მოშუშების პერიოდში.
    შესაძლოა მოშუშების პროცესში კანის ზოგიერთმა ნაწილმა მთლიანად დაკარგოს შეფერილობა. ამიტომ, აუცილებელია ჩატარდეს კორექცია პირველი პროცედურის შემდეგ, რომლის შემდეგაც თქვენ მიიღებთ სრულყოფილ, მდგრად ფერს.
    წამწამების დაგრძელების მეთოდები და განსხვავება მათ შორის
    არსებობს წამწამების დაგრძელების რამდენიმე მეთოდი. განსხვავება მდგომარეობს ხელოვნური წამწამის სისქეში. წვრილი ხელოვნური წამწამი გამოიყენება უფრო მოცულობითი ფორმის მისაღებად.

    • კლასიკური მეთოდის დროს ხდება შედარებით მსხვილი წამწამების გამოყენება, თუმცა ამ დროს მეტი შანსია დაზიანდეს საკუთარი წამწამი.
    • 2D და მეტი მოცულობის წამწამების მისაღებად სპეციალისტი იყენებს შედარებით მსუბუქ წამწამს, რომელიც ნაკლებ პრობლემურია. კლასიკური და 2D მეთოდის შემთხვევაში წამწამები ვიზუალურად მეტად ბუნებრივია, ვიდრე 3D მეთოდის შემთხვევაში.
    • ჰოლივუდური მოცულობა არის მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ე.წ. ,,თოჯინური" გარეგნობა.
    არსებულ მეთოდებს შორის სხვაობა მცირეა. შედეგი დამოკიდებულია წამწამის ტიპზე, მეთოდის შერჩევასა და სპეციალისტის პროფესიონალიზმზე.
    წამწამების დაგრძელების პროცედურის უკუჩვენებები და ძირითადი რეკომენდაციები
    • თუ თქვენ გაქვთ თვალის დაავადება, წამწამების დაგრძელება დაუშვებელია.
    • არ არის რეკომენდებული პროცედურის ჩატარება, თუ თქვენ მომატებული გაქვთ ქუთუთოს კანის ცხიმოვნობა. ასეთ შემთხვევაში პროცედურის შედეგი მოკლევადიანია.
    სასურველია დავიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:
    • სასურველია არ დაიძინოთ ბალიშში თავჩარგულმა.
    • არ შეიღებოთ დაგრძელებული წამწამები ტუშით.
    • არ მოიხსნათ წამწამები დამოუკიდებლად, აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.


    იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი ან დაჯავშნოთ ადგილი სპეციალისტთან, თქვენ შეგიძლიათ დაგვიტოვოთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე

    +995 514 64 64 64
    სახელი
    ტელეფონის ნომერი
    როგორ გირჩევნიათ პასუხის მიღება?
    კომენტარი

    იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი ან დაჯავშნოთ ადგილი სპეციალისტთან, თქვენ შეგიძლიათ დაგვიტოვოთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე

    +995 514 64 64 64
    სახელი
    ტელეფონის ნომერი
    როგორ გირჩევნიათ პასუხის მიღება?
    კომენტარი
    ჩვენ გელოდებით აქ
    გვეწვიეთ და მიირთვით ჩვენთან უგემრიელესი ფინჯანი ყავა, რომელსაც ჩვენ დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ და გაგესაუბრებით :)

    ტელეფონი: +995 514 64 64 64
    თუ ხაზი დაკავებულია, გთხოვთ გადმორეკოთ.

    მისამართი: თბილისი, საბურთალო, ყაზბეგის გამზ. 43

    ჩვენი კარი ღიაა ყოველდღე 10:00 საათიდან 21:00 საათამდე