გმადლობთ რომ ირჩევთ საუკეთესოს

პირველი ფრჩხილების სერვის ცენტრი საქართველოში.

იცოდით თუ არა , რომ საქართველოში ყველაზე პირველი ფრჩხილების სერვის ცენტრი იყო კურაჟი?

ჩვენი მოღვაწეობა დაიწყო 2013 წელს, გლდანის სავაჭრო ცენტრ ევრაზიაში. მაშინ ბევრი გვეწინააღმდეგებოდა და გვარწმუნებდა, რომ "ფრჩხილების" მიმართულება განწირულია საქართველოში. გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა დავამატოთ: სტილისტები, კოსმეტოლოგები და სხვა დანარჩენი. მხოლოდ ფრჩხილების მიმართულება კი სერიოზული თემა არ არის და საერთოდ არ აიღქმება ბიზნესად.

"კრედო"-დან გვინდოდა ბიზნეს სესხის გამოტანა ჰიდრომასაჟიანი საპედიკურო სავარძლის შესაძენათ. ჩვენთან მოვიდა კრედით ოფიცერი და შემოწმების შემდეგ უარი გვითხრა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთან იყო მხოლოდ ფრჩხილების მომსახურება და საკმაოდ დიდი ხარჯი ჩვენი სტუმრების უსაფრთხოებისათვის (ერთჯერადი ხელთათმანები, დეზინფექცია, სტერილიზაცია, მაგიდაზე ერთჯერადი პირსახოცები და ა.შ.), მაშინ ეს ყველაფერი არ იყო და საქართველოში, ეს ყველაფერი გაცილებით მოგვიანებით შემოიღეს) და დააყოლა - სისულელით ხართ დაკავებული. ეს ყოველივე ბიზნესი არ არის, არამედ თამაშია, რომელიც მალე დასრულდება.

მაშინ და ახლაც მიგვაჩნია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად. ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, გავხსენით ჩვენი ცენტრი გლდანში იმიტომ , რომ ის იყო ზუსტად ის ადგილი სადაც ხალხს არ შეეძლო საკუთარი ფრჩხილების მოწესრიგება ისე რომ ჯამრთელობა არ ევნო.