ეს ყველაფერი მაშინ ძალიან ძვირი ღირდა და ბიზნესის თვალსაზრისით ითვლებოდა ზედმეტ ხარჯად. მაშინ საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ აწესრიგებდა ამ ინდუსტრიას და შეგეძლო საერთოდ არ ჩაგეტარებინა სტერილიზაცია ან/და დეზინფექცია. აღარაფერს ვიტყვი ზედაპირების დამუშავებაზე და სხვა დანარჩენზე. ეს იყო პედიკურის ეპოქა "ტაშტში". სტერილიზაცია ჰგავდა "შეუბერე სული ნაჭერზე", გადაუსვი ბამბა და შეგიძლია გააგრძელო მუშაობა, ნუ საუკეთესო ვარიანტად ითვლებოდა სპირტით გაწმენდა.
არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი ინსტაგრამის გვერდი: https://www.instagram.com/courage.royal.beauty/