Courage - unique place for very demanding people!

ფრჩხილის ოსტატობა

პროფესიული მომზადების კურსები, რომლებიც შეესაბამება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს

ფრჩხილის ოსტატობა

პროფესიული მომზადების კურსები, რომლებიც შეესაბამება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვამზადებთ ოსტატებს და არა "მანიკურშებს"
ყაზბეგის გამზ. 43
საბურთალო, თბილისი
ეს კურსი შექმნილია ისე, რომ მისი დამთავრების შემდეგ თქვენ შეძლებთ იმუშაოთ მანიკურის სპეციალისტად
ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა შეიძინოთ ახალი პროფესია, რომელიც სამუდამოდ თქვენთან დარჩება
ამ კურსის გავლის შემდეგ თქვენ გახდებით მანიკურის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს შემდეგი მიმართულებით: მანიკური დაფარვით (ლაქი, შილაქი), ყველა სტანდარტისა და ხარისხის შესაბამისად. თქვენ შეისწავლით მანიკურის პროცესის ყველა ნიუანსს ისეთი წვრილმანების ჩათვლით, როგორიცაა: სად სჯობს ქლიბის დადება პროცედურის დაწყებამდე და რა მომენტშია უკეთესი ყავის ან ჩაის შეთავაზება.
ისწავლით ფრჩხილის ფორმის სწორ შერჩევას და მის იდეალურად გაკეთებას. სწორად შერჩეული და შესრულებული ფორმა - საფარველის შემდგომი აღსრულების წარმატების 50% გარანტიაა. ასევე ისწავლით როგორ უნდა დაიჭიროთ სწორად ინსტრუმენტები ნუნების დამუშავებისას. სწორად განთავსებული ხელი კარგი და მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოს 80%-იანი გარანტიაა.
როგორ ჩაატაროთ სწორი დეზინფექცია და ინსტრუმენტების სტერილიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ გარშემომყოფებსა და საკუთარ თავს.
თქვენ დაეუფლებით შილაკის დატანის ტექნოლოგიას, რის შედეგად თქვენს მიერ გაკეთებული შილაკი იქნება ლამაზი და დიდხანს გაჩერდება დაზიანების გარეშე.
მიიღებთ სწორ, წლების განმავლობაში განვითარებულ პროცედურის შესრულების დეტალურ თანმიმდევრობას და გაიგებთ რატომ ზუსტად ასე და არა სხვანაირად.
თქვენ დაეუფლებით ლაქის დაფარვის სწორ ტექნიკას «სამი მოძრაობა»
თქვენ გაიგებთ, რომ ყველა შილაკი შილაკი არ არის. შეისწავლით ხარისხის გარჩევას და ორიენტირებას შილაკის ბაზარზე არსებული მრავალფეროვნებაში.
ისწავლით ფრჩხილის და კანის გავრცელებული დაავადებების ცნობას, რომელიც ხშირად ხვდება მანიკურის ოსტატებს.
ისწავლით შილაკის მოხსნას, როგორც კლასიკური მეთოდით, ასევე აპარატურით.
გაეცნობით ფრენჩის დატანის სწორ ტექნიკას და სხვა პოპულალურ დიზაინებს.
გამოიწერეთ და გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ
პირობები და ღირებულება
პირველი საფეხური
ტრენინგები ტარდება ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს 10:00-დან 14:00-მდე.
  • ფუნდამენტალური კურსი
  • 10 გაკვეთილი (9 მოდელი)
  • 2 სერთიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
  • უფასო მასალას უზრუნველყოფს ჩვენი სასწავლო ცენტრი
  • თეორიული ბლოკი
  • კლასიკური მანიკური
  • შილაკის (გელ-ლაქის) გაკეთების სწორი ტექნიკა
  • ლაქის წასმის სწორი ტექნიკა
  • პოპულარული უბრალო დიზაინების გაკეთების მეთოდები
  • სხვადასხვა სახის ფრენჩის გაკეთების სწორი ტექნიკა
  • შილაკის (გელ-ლაქის) მოხსნა კლასიკური მეთოდით (შეფუთვით)
  • შილაკის (გელ-ლაქის) მოხსნა აპარატით
  • ღირებულება: 800 ლარი
მეტი ინფორმაცია
  • ფრჩხილების დაგრძელება
  • 5 გაკვეთილი (5 მოდელი)
  • 2 სერთიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
  • უფასო მასალას უზრუნველყოფს ჩვენი სასწავლო ცენტრი
  • თეორიული ბლოკი
  • ფრჩხილების დაგრძელების ტექნიკები პოლიგელით
  • დაგრძელებული ფრჩხილის კორექციის ტექნიკები
  • ფრჩხილების დაგრძელების ტექნიკის შერჩევა სხვადასხვა ტიპის ფრჩხილებისათვის
  • ღირებულება: 600 ლარი
მეტი ინფორმაცია
  • პედიკური
  • 3 გაკვეთილი (3 მოდელი)
  • 2 სერთიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
  • უფასო მასალას უზრუნველყოფს ჩვენი სასწავლო ცენტრი
  • თეორიული ბლოკი
  • კლასიკური პედიკური
  • კოჟრების დამუშავების სწორი მეთოდები
  • ღირებულება: 400 ლარი
მეტი ინფორმაცია
ყველა კურსი ერთად (ფუნდამენტალური + დაგრძელება + პედიკური) = 1800 1600 ლარი
ყველა კურსი ერთად (ფუნდამენტალური + დაგრძელება + პედიკური)

1800 1600 ლარი
კურსების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ან/და ადგილის დასაჯავშნად შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე

+995 514 64 64 64
სახელი
ტელეფონის ნომერი
როგორ გირჩევნიათ პასუხის მიღება თქვენი შეკითხვაზე?
კომენტარი
კურსების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ან/და ადგილის დასაჯავშნად შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე

+995 514 64 64 64
სახელი
ტელეფონის ნომერი
როგორ გირჩევნიათ პასუხის მიღება თქვენი შეკითხვაზე?
კომენტარი
ტელეფონი: +995 514 64 64 64
თუ ხაზი დაკავებულია, გთხოვთ გადმორეკოთ.

მისამართი: თბილისი, საბურთალო, ყაზბეგის გამზ. 43 (მ/ს დელისი)

ჩვენი კარი ღიაა ყოველდღე 10:00 საათიდან 21:00 საათამდე